ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

13/11/2017

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. დღესვე ახალი მერი მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა 2018 წლის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პარამეტრები.
პაატა ნადირაძემ ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობაზე და აღნიშნა,რომ მათი მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში მნიშვნელოვანია. ასევე აქცენტი გააკეთა იმ მასშტაბურ პროექტებზე,რომლის განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება ჭიათურაში. 2018 წლის ბიუჯეტი 13 202000 ლარით განისაზღვრა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0