საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების შესახებ საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, კომპანიისა და საჩხერის საავადმყოფოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომპანიას ჯანდაცვის მიმართულებით მითითება მისცეს, კერძოდ უზრუნველყოს მაღაროელებისთვის პირველადი ჯანდაცვა და გახსნას სამედიცინო პუნქტი. დღესვე, ცნობილი გახდა რომ, მაღაროში დასაქმებულებს საჩხერის საავადმყოფო მოემსახურება. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ჯანდაცვის სერვისთან ერთად ხელფასის გაზრდა იყო. მაღაროელებს ხელფასი 25 პროცენტით მოემატათ. მიღებული პირობის თანახმად, მათ ანაზღაურება წლის განმავლობაში დამატებით 10 პროცენტით კიდევ გაეზრდებათ.
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების შესახებ საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
13/06/2019