თავის პირველ სამუშაო თათბირზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ მკაცრი შეფასება მისცა ჭიათურის რკინიგზის სადგურში არსებულ მდგომარეობას,რომლის დანგრეული შენობაც ,კარგახანია, უფუნქციოდაა დარჩენილი.დღეს კი გამგებელმა,შესაბამის სამსახურებთან ერთად,რამდენიმე კერძო თუ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიტოვებული ობიექტი ,მათ შორის: რკინიგზის სადგური,ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სხვა ამორტიზებული შენობები, გოგებაშვილის ქუზაზე ყოფილი საბავშვო ბაღი,ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე საქვაბე,იაშვილის ქუჩაზე არსებული საბაგირო გზა პირადად მოინახულა და თავისი უარყოფითი რეაქცია კიდევ ერთხელ გამოხატა.როგორც გამგებელმა აღნიშნა,მდგომარეობა საგანგაშოა. „აუცილებელია, ქალაქად და სოფლად მოხდეს ასეთი ობიექტების შესწავლა და ყველას მიეცეს შესაბამისი ფუნქცია.ზოგი დემონტაჟს დაექვემდებარება,ზოგიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავა,კერძო მფლობელებმა კი კეთილი ინებონ და ფასადები მაინც შეალამაზონ.ჩვენ უმოკლეს დროში მივიღებთ ზომებს და აღმოვფხვრით ამ პრობლემას ,რათა ქალაქს თავისი იერ-სახე მიეცეს.“-განაცხადა ზურაბ კუპატაძემ.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული შემოვლა ჭიათურის გამგებელმა მუნიციპალური ტრანსპორტით-სამარშრუტო ტაქსით განახორციელა.
ჭიათურის გამგებელმა მიტოვებულ შენობები დაათვალიერა
08/11/2016