ჭიათურის გამგებელი ევროსაბჭოს ექსპერტს შეხვდა

02/11/2016

ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“ (COMUS) ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა.პროექტის ფარგლებში ჭიათურას ვიზიტით ევროსაბჭოს ექსპერტი მარინა ნეაგუ ეწვია. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ ექსპერტი მარინა ნეაგუ და პროექტის წარმომადგენლები სამუშაო კაბინეტში მიიღო. შეხვედრაზე ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, რასაც პროექტი ითვალისწინებს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“ (COMUS) ფარგლებში და მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების ასოციაციის პარტნიორობით საქართველოს მასშტაბით საპილოტე-სადემონსტრაციო ქალაქად შეირჩა, სადაც ორი წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს მიერ შემოთავაზებული ახალი მეთოდოლოგიები და მიდგომები დაინერგება ურბანული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია შენარჩუნებისათვის და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0