ჭიათურაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა! მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე სკვერში საახალწლო ნაძვის ხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ აანთეს. ქალაქის მერმა და დეპუტატმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს. ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა კულტურის ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა მიიღეს. გაიმართა კონცერტი და თეატრალიზირებული სანახაობა. საახალწლო ღონისძიებები ჭიათურაში 24 დეკემბრიდან დაიწყო.
ჭიათურაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა
25/12/2019