ჭიათურაში ტურისტული ფესტივალი – Adventure 2022-ი გაიხსნა. პრეზენტაცია ფესტივალის ორგანიზატორმა,მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა, ნატალია პატარიძემ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი,“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელი” თამარ გაბედავა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე პეტრე კანკავა, DMO იმერეთის” ხელმძღვანელი მარიამ დევიძე და “სვერის სათავგადასავლო ბანაკის” ხელმძღვანელი ლევან გოგოლაძე.
„მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ,რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში პირველად ტარდება ასეთი სახის ღონისძიება, რაც ხელს შეუწყობს ჭიათურის, როგორც ტურიზმისთვის მიმზიდველი ქალაქის პოზიციონირებას. ჩვენს მუნიციპალიტეტს ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდეს“-განაცხადა გივი მოდებაძემ.
ჭიათურის ტურისტული ფესტივალის გენერალური სპონსორია “ჯორჯიან მანგანეზი”;
პარტნიორები: ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, Sveri Adventure Camp •სვერის სათავგადასავლო ბანაკი, DMO Imereti, Caucasus Cycling Network ;
მხარდამჭერები: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია •Georgian National Tourism Administration, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება / United Airports of Georgia.