ჭიათურაში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა

Thursday January 4th, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
კულტურის ცენტრის მიმდებარედ განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები,სადაც ადგილობრივ მეწარმეებს გასაყიდად გამოტანილი ჰქონდათ თავიანთი ხელნაკეთი ნივთები და პროდუქცია, მოეწყო საშობაო ბაზრობა, ინსტალაციები, საბავშვო სივრცეები და ფოტოგადასაღები სტენდები.პატარებს დაურიგდათ საჩუქრები. დღის განმავლობაში მსმენელების წინაშე ადგილობრივი შემსრულებლები გამოდიოდნენ. დღის ბოლოს კი-„თეატრალური კვარტეტის“ და ბენდ „გუფილენდი“-ს კონცერტი გაიმართა. წლის მთავარი ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიებებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე,მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე,მოადგილე დავით ბიწაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0