ჭიათურაში საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაიტბორა

10/01/2018

ჭიათურაში, რუსთაველის ქუჩაზე მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაიტბორა. არსებული ვითარება ადგილზე ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ და მერის მოადგილემ გივი მოდებაძემ დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.
“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადგილობრივ ხელმძღვანელობას და მივიღე დაპირება, რომ პრობლემის გადაჭრა ოპერატიულად დაიწყება. პირველ ეტაპზე, საშევარდნოს კლდეზე ძლიერი წვიმების შედეგად დაგროვილი წყლის დაშრობა მოხდება, სამომავლოდ კი, ღვარცოფის თავიდან აცილების მიზნით შეწყდება ავტოტრანსპორტის მოძრაობაც – განუცხადა პაატა ნადირაძემ ადგილობრივებს.
ამ დროისათვის, რუსთაველის ქუჩაზე სახანძრო სამაშველო სამსახურის სპეც ავტომობილი მუშაობს და დასუფთავების სამსახურის ჯგუფებთან ერთად, სავალი ნაწილის გადარეცხვა მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0