ჭიათურაში, მშვიდობისა და 25 ის დასახლებების მიმართულებით სამგზავრო საბაგიროს რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

27/07/2022

ჭიათურაში, მშვიდობისა და 25 ის დასახლებების მიმართულებით სამგზავრო საბაგიროს რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შენობა-ნაგებობების აღდგენა-განახლების პროცესი ხორციელდება, პარალელურ რეჟიმში ეწყობა რკინის კონსტრუქციები დასახლებულ პუნქტებში, რათა არსებული ბაგირების უსაფრთო დემონტაჟი განხორციელდეს. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ, ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებთან ერთად დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონტრაქტორებისგან ამ დრომდე გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. პროექტის მიხედვით, საბაგირო გზის როგორც ცენტრალური, ისე 25-სა და მშვიდობის დასახლებებში არსებული სადგურები ავთენტურობას სრულად შეინარჩუნებს. განახლდება ტექნიკური ნაწილი, გონდოლები, მანქანა დანადგარები და ბაგირები. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 600 000 ლარს შეადგენს.
ბაგირგზების: ჭიათურა-პერევისის და ჭიათურა-ზედარგანის რეაბილიტაციის პროექტს ,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელშეწყობით, შპს “საქსპეცტრანსი” აწარმოებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0