ჭიათურაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

17/03/2017

,,თათბირი ყოველთვის კონკრეტული საკითხების დასმისა და მათი მოგვარების გზების შემუშავებისათვის უნდა იყოს და არა თათბირი თათბირისათვის”-განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ, რომელმაც კაბინეტური მმართველობა ძირითადად ქალაქის თითოეული ქუჩის, ასევე მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის თითოეული უბნის ფეხდაფეხ მოვლით, მოსახლეობასთან სისტემატიური შეხვედრებით, მათი პრობლემების ადგილზე გაცნობით, შესწავლით და ოპერატიულად მოგვარებით ჩაანაცვლა,
დღეს ჭიათურაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, მუდმივად მიმდინარეობს ქალაქის და მისი შემოგარენის დასუფთავება, მის იერსახეზე ზრუნვა, ქუჩების გადარეცხვა.
უახლოეს მომავალში თანამედროვე ლამპიონებით განათდება ნინოშვილის ქუჩა, საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ნიკოპოლის ქუჩა. ამავე ქუჩის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ტროტუარები მოეწყობა და თანამედროვე ლამპიონებით განათდება ე.წ ,,უნივერმაღიდან” თეატრამდე მისასვლელი გზა.
საშევარდნოს კლდეზე დამონტაჟდება ელექტრო საათი, ასევე გამოისახება და განათდება მუნიციპალიტეტის გერბი. გამოცხადდება ტენდერი ძველი ავარიული შენობების დემონტაჟზე და გასუფთავებულ ტერიტორიებზე გაკეთდება სკვერები და მოეწყობა სპორტული მოედნები.
გარდა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებისა,მუნიციპალიტეტის გამგებლის ზურაბ კუპატაძის აქტიური ჩართულობით და სისტემატიური თანამშრომლობით მაღალმთიანობის შემსწავლელ სამჭოსთან, ასევე შესაბამის სამინისტროსთან მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტს ქალაქის გარდა მთლიანად მიენიჭოს მაღალმთიანობის სტატუსი, რაც სოფლის მოსახლეობის მდომარეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს და ეს ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება ადგილობრივი ხელისუფლებისათვის.ასევე მუნიციპალიტეტის პირველი პირის ინიციატივით სამგზავრო ტრანსპორტი საკმაოდ შეღავათიან ფასად დაინიშნა ჭავჭავაძის, რუსთაველის, გიორგაძის, საჩხერის გზატკეცილის ქუჩების მიმართულებით, 2 ავტობუსის მოძრაიბა აღდგა ჭიათურა – საჩხერის გზაზე და კვლავ გრძელდება ამ კუთხით მუშაობა.
რაც შეეხება ჭიათურისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, წყალმომარაგების სისტემის სრულ რეაბილიტაციას,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ამ პროექტს რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიღმა ქალაქის მხოლოდ 4 ქუჩა- პატარიძის, სოფრომაძის , საჩხერის გზატკეცილის, ფანცულაიას ქუჩები რჩებოდა, მაგრამ მუნიციპალითეტის გამგებლის ზურაბ კუპატაძის ძალისხმევით ეს ქუჩებიც დაემატა და ეს მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქის ყველა ქუჩის წყალმომარაგების სრულ რეაბილიტაციას მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0