ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციისთვის 19 მილიონი ლარია გამოყოფილი

14/06/2016

პუშკინის ქუჩის კეთილმოწყობა გრძელდება. ამ ეტაპზე მეორე ფენა ასფალტის საფარი ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში იგება. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია ბორდიურები და ტროტუარები, სადაც ჯამში 850 კვმ დეკორატიული ფილა დაიგო. პარალელურად მიმდინარეობს პუშკინის გადამკვეთი ქუჩების რეაბილიტაცია – ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთებში. დღეს მეორე ფენა ასფალტი დემეტრე ტავდადებულის ქუჩაზეც იგება.
ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი გასული წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტისთვის ქალაქის ბიუჯეტში 19 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად 25 ქუჩაზე უნდა ჩატარდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0