„ჭალეების უბანზე“ სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა აღდგენილია

Friday October 6th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიმდინარე წლის ივლისის თვეში მომხდარმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სოფელ ღების ტერიტორიული ერთეულის ინფრასრუქტურას, მდინარე რიონმა დააზიანა „თევრეშო“-მდე მისასვლელი გზა. უმოკლეს დროში მოხერხდა ღები-თევრეშოს შემოვლითი გზის გაყვანა, ზაფხულის განმავლობაში ალტერნატიული გზა ტურისტებს ემსახურებოდა.
ამჟამად აღდგენილია „ჭალეების უბანზე“ სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა. გაიჭრა170 მეტრიანი კლდის მასივი. პრევენციის მიზნით მიმდინარეობს დამცავი გაბიონების მოწყობა, ასევე ღები-თევრეშოს გზის მონაკვეთის სრული მარშუტის რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0