ჭალა-პერევის საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი ეწყობა

17/07/2016

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ გამგებლის მოადგილესთან გიორგი იაკობაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან პეტრე ჭიხორიასთან ერთად ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, კონკრეტულად კი ჭალა-პერევის 2. 800 მ საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი მოინახულა. (პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება).
სამუშაოს შ.პ.ს. ჰედეფ ჯორჯია ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება ორივე წლის გათვალისწინებით 700 000 ლარია.ამჟამად სოფელ ჭალის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოსამზადებელი სამუშაოები და სანიაღვრეების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ჩაბარების ვადა 2017 წლის 30 სექტემბერია.
ასევე, მიმდინარე წელს სოფელ პერევში 1 600 მ სიგრძის გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, სულ სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 2 800 მეტრია. რომელზეც რეგიონალური განვითარების ფონდისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით 250 000 ლარი დაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0