წყორძაშიმი სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს ზაზა მელიქიძე გაეცნო

21/07/2017

წყორძაშიმი სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე გაეცნო. ამ ეტაპზე გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 261 000 ლარით ფინანსდება.
სოფელ წყორძის მოსახლეობას წლების განმავლობაში ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდა სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0