წყლის პრობლემა დაბა ჟინვალში

08/04/2016

ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონის მკვეთრი კლების გამო ჟინვალის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეექმნა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდება. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკისთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის დახმარებით შეძლო უმოკლეს ვადაში მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება. ამჟამად ჟინვალის მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდება წყალი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0