წყალტუბოში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

Tuesday October 29th, 2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო მასშტაბის ტურისტულ ცენტრს შეიძენს აბასთუმნის შემდეგ, არამედ იმიტომაც, რომ აქ, თუნდაც სასტუმროებში, იგეგმება 8,000 -მდე სამუშაო ადგილის შექმნა და მთლიანობაში, თუ ვივარაუდებთ, რომ მილიონამდე ტურისტი შეიძლება ჩამოვიდეს (ამას კვლევები გვიჩვენებს), 20,000 ადამიანი დასაქმდება აქ და წარმოიდგინეთ, რამხელა ახალი სიცოცხლეა ეს ყველაფერი დასავლეთ საქართველოსთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის“ – განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის მიერ გახმიანებულ საქველმოქმედო ინიციატივაზე, რომელიც წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაცია-განვითარებას ითვალისწინებს.

„ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ მზადაა, ნებისმიერ დროს გადასცეს ეს ობიექტები ყოველგვარი მოგების მიღების გარეშე კერძო ბიზნესს, ვინც იტვირთავს შესაბამის პასუხისმგებლობას. „ეს არის ქველმოქმედება, მაგრამ ამის გარეშე ჩვენ ვერ ავაღორძინებთ წყალტუბოს“ – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, თუ რა ვადებზეა საუბარი, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ კონკრეტული ვადები, პირობები თუ ღირებულება არის ის დეტალები, რომლებიც შემდგომში, კომპლექსური დასკვნის დამუშავების პროცესში დაზუსტდება. „მთავარია, რომ ყველაფერი გაკეთდება კანონის შესაბამისად და ისე, რომ სახელმწიფომ მხოლოდ სარგებელი მიიღოს აქედან და მისი ინტერესები არ დაზარალდეს“ – განაცხადა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0