წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 9 445 აბონენტს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

26/03/2016

სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დღეს, 10:00-დან 15:00 საათამდე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 9 445 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც prof-news-ს “სახელმწიფო ელექტროსისტემიდან” აცნობეს, ელექტროენერგიის შეზღუდვა, ელექტროგადამცემ ხაზ “დერჩი”-ზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ხორციელდება.
“2016 წლის 26 მარტს, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, ელექტროგადამცემ ხაზზე “დერჩი” მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 9 445 აბონენტს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აღნიშნული შეფერხების გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის”, – ნათქვამია განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0