წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალტიეტის მერი გენადი ბალანჩივაძე საგანგებო რეჟიმში მომუშავე ჯგუფების მუშაობას უწევს ორგანიზებას. იწმინდება წყალტუბო – ქუთაისის გზა, სადაც ძლიერმა ქარმა მრავაწლოვანი ხეები, წააქცია. „ენერგო პრო ჯორჯიასა“ და „სოკარ ჯორიჯია გაზის“ საავარიო ბრიგადები მუშაობენ უწყვეტ რეჟიმში. აღდგენილია გაზმომარაგების მიწოდება სოფლებში ქალაქის ტერიტორიაზე, რიგ სოფლებში ელექტროენერგიაც აღდგა. მერიაში შექმნილი ზარალის აღმრიცხველი ჯგუფები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე არიან მობილიზებულნი. მოძრავ ჯგუფებს წყალტუბოს მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები შეადგენენ . ზარალის აღრიცხვაში ჩართულია მერის წარმომადგენლები 17-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში. სამშაოებში ჩართულია ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო სამსახურები (112). მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ცენტრალურ ქუჩებზე შექმნილი საავარიო ლოკაციები დაათვალიერა და სამუშაოების პროცესს პირადად დაესწრო.
„საღამო საათებში ქარის სიჩქარემ იკლო, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო ოპერატიულ რეჟიმში აღმოვფხვრათ პრობლემები, “ – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.