წლის ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმეების ქრონიკა

01/01/2016

2015 წელი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულით დაიწყო. 20 იანვარს, საკუთარი შვილის საფლავზე, 2006 წელს კორტებთან მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამა ააფეთქეს.

პროკურატურამ საქმეზე მალევე  პოლიციელი გია სოსანაშვილი დააკავა. სასამართლო განხილვებისას, სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებდა. წლის ბოლოს კი თბილისი საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წელსვე დასრულდა სასამართლო განხილვები კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეზე.

2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა 12-12  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კიდევ ერთი ბრალდებულ ლევან ბეროძეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის დანაშაულისთვის 3 წელი მიესაჯა, რაც შეეხება სპეცრაზმის ყოფილ ხელმძღვანელს, კახაბერ ნაკანს,  განზრახ მკვლელობა გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ykq6bjdqgzsgzm5

კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა, რომელიც თბილისის ცენტრში მოხდა – ბიზნესმენ ბესო ხარძიანს, 2015 წლის 28 მარტს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ხარძიანი მიყენებული 4 ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. სავარაუდო მკვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

საქმე ამ დრომდე არ გახსნილა. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით,  მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა პროკურატურისთვის ცნობილია  და მისი დაკავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

info9.geორი პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებულს სამართალდამცავებმა 10 აპრილს, გამთენიისას ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში მიაგნეს.

შალვა აბულაძე, მეტსახელად შალალო, მიტოვებულ შენობაში იმალებოდა.

სპეცოპერაციაში ჩართული იყო ვერტმფრენი, შსს ბორჯომის რაიონული განყოფილების სამმართველო და სპეცრაზმი.

4 აპრილს, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით მოქალაქე, შალვა აბულაძე გააჩერეს, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად ერთი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, შალვა აბულაძემ ამავე წლის იანვარში, ლიკანში, ცეცხლი გაუხსნა ორ პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულდებდა. ორივე მათგანი დაიჭრა, ერთი კი, მოგვიანებით გარდაიცვალა.

აბულაძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

info9.geკიდევ ერთი გახმაურებული საქმე – ნაფიცი მსაჯულების ორი შემადგენლობა, პირველ ეტაპზე ვერგამოტანილი ვერდიქტით. 2015 წლის ბოლოს, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ნაფიცი მსაჯულების მეორე შემადგენლობამ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა. მოსამართლემ კი ოქროპირიძეს 20  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წლის ბოლოს, სრულიად საქართველო მამა-შვილის მკვლელობის ამბავმა შეძრა –  ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ბრალდებით კი გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე და 5 წლის ბავშვის დედა, 25 წლის მაგდა პაპიძე დააკავეს.

info9.ge

მას ქმარ-შვილის მკვლელობაში ედება ბრალი. პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს რომ ისინი არ მოუკლავს. პაპიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა აცხადებს, რომ აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ახალგაზრდა ქალის დანაშაულს დაამტკიცებს. წინასასამართლო სხდომა მაგდა პაპიძის საქმეზე მომავალი წლის 10 თებერვალს გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0