წლის ბოლომდე 180 სამხედრო საცხოვრებელ ბინას გორში მიიღებს, მომავალ წელს კი 480-ზე მეტ სამხედროს ბინა თბილისში გადაეცემა

26/02/2019

წლის ბოლომდე დაახლოებით 180 სამხედრო გორში საცხოვრებელ ბინას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საცხოვრებელი ბინების რემონტი უკვე მიმდინარეობს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2020 წლისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე აქვს ვალდებულება, დაკმაყოფილდება ბინით როგორც გორში, ისე თბილისში.

„თბილისში ვიწყებთ ორი ახალი კორპუსის მშენებლობას და მომავალ წელს 480-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცემთ ბინებს. 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 1724 სამხედრო მოსამსახურე დავაკმაყოფილეთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0