წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 17 ივლისის 22:00 საათიდან 18 აგვისტომდე საგზაო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, წინამძღვრიშვილის ქუჩა კიტა აბაშიძის ქუჩიდან ლევ ტოლსტოის ქუჩამდე გადაიკეტება, ხოლო გოგიბერიძის ქუჩა ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი დარჩება.
შესაბამისად, 18 ივლისის 06:00 საათიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოძრავი N122 ავტობუსის მარშრუტი შემდეგნაირად შეიცვლება: წინამძღვრიშვილის ქუჩიდან ავტობუსი აუხვევს კიტა აბაშიძის ქუჩაზე, საიდანაც გადავა ჩიტაიას ქუჩაზე და მაზნიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით გზას განაგრძობს დადგენილი სქემის მიხედვით.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გაუხვევენ მარჯანიშვილზე, გაივლიან ჩუბინაშვილის, ჩიტაიასა და მაზნიაშვილის ქუჩებს, შევლენ ჯავახიშვილის ქუჩაზე, რის შემდეგაც მოძრაობას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
17/07/2016