მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წინამძღვრიანთკარში, ახალუბანში და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში – მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება. ჩატარდება სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია. პროექტები „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით და აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობების ოფისის დაფინანსებით ხორციელდება. მათი ჯამური ღირებულება 200 000 დოლარს შეადგენს.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად, „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დაგეგმილი სამუშაოები დეტალურად განიხილეს და იმ სიკეთეების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა პროექტების განხორციელების შედეგად მიიღებს.
წინამძღვრიანთკარში, ახალუბანში და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში – მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება. ჩატარდება სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია
01/02/2019