წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა

08/02/2024

მცხეთა-მთიანეთში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა წიგნიერების დონის ასამაღლებლად დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხო. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა – ელისაბედ ჩიხლაძემ და ნანა მაჩხანელმა განმარტეს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მცხეთის მუნიციპალიტეტი უკვე მრავალი წელია აღნიშნავს, რაც მიზნად კითხვის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას ისახავს. ამასთან, მათ, მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების სახელით, სახელმწიფო რწმუნებულს საჩუქრად, სიმბოლურად, წიგნი გადასცეს. საუბრის დასასრულს, დავით ნოზაძემ შეხვედრის მონაწილეებს გაწეული საქმიანობისათვის, მათ შორის წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0