ფონდმა „ქართუმ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი საჩუქარი გადასცა. დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლებაში „ქართუს“ დაფინანსებით ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. 25 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე შენობა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, სპეციალურად ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით. რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღმა სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყო. “ფონდი ქართუს” დაკვეთით წვერმაღალას საბავშვო ბაღის მშენებლობა ასოციაცია “ატუ”-მშეასრულა. ფონდის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება წვერმაღალაში ბაღის არარსებობის გამო მიიღო. სამუშაოები 2 თვის ვადაში განხორციელდა. ახალი ბაღის გახსნას ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე დაესწრნენ. „განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ბაღის არქონის გამო აქაური ბავშვები დაბა ურეკის საბავშვო ბაღით სარგებლობდნენ. ეს არის უახლესი, თანამედროვე სტანდარტების საბაშვო ბაღი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. მშენებლობა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა. მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 500 000 ლარი დაიხარჯა.
წვერმაღალაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
22/10/2016