წელს ცისფერყანწელთა საძმოს დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით დღეს კოლაუ ნადირაძის და პაოლო იაშვილის მემორიალური დაფები იმ სახლების ფასადებზე გაიხსნა, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრნენ. დღესვე, ლ.მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი ,,ცისფერყანწელთა საძმო” გაიმართება. ასევე, მოხდება ფოტო ალბომის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
წელს ცისფერყანწელთა საძმოს დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
18/11/2016