მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს უბანში მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 1720 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტი ასევე მოიცავს, წყალამრიდების და მილხიდების მოწყობას. სამუშაოების ღირებულება 407 449 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი“ ასრულებს, სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი და 10 ერთეული ტქენიკა. წაჩხურუს გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე დაგებულია ასფალტობეტონის პირველი ფენა. #მარტვილისმუნიციპალიტეტისგამგეობა
წაჩხურუს გზის მშენებლობა მიმდინარეობს
19/07/2017