წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ორი ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა

25/10/2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ორი ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სასწრაფო დახმარების მანქანით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ალექსანდრე კუტიბაშვილის განცხადებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება. წალენჯიხის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურთან ერთად იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას გაეცნო. ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის ივლისში, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 ერთეული რეანიმობილი შეიძინა, რომელთა გადაცემაც გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ეტაპობრივად დაიწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0