ძლიერ წვიმასა და ქარს ბათუმში პრობლემები არ შეუქმნია

22/11/2017

ძლიერ წვიმასა და ქარს ბათუმში პრობლემები არ შეუქმნია. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები. არხების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ნალექის გამტარიანობის უზრუნველსაყოფად წინასწარ გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ჭები. დილიდან განხორციელდა ქუჩების დასუფთავების სამუშაოები. სპეცტექნიკის საშუალებით იწმინდება ბულვარის ტერიტორია.
უამინდობის გამო უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ შპს ,,ბათუმის წყლისა“ და შპს ,,სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0