ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ძეგვში სახლები, კერძო ნათესები და სავარგულები დააზიანა

Tuesday June 20th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

19 ივნისის, რამდენიმე საათიანმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში დააზიანა კერძო ნათესები და სავარგულები. დაინგრა ძეგვში მცხოვრები ნათელა ფირანიშვილის სახლი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ძეგვის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი კვახაძე, რომელმაც დაათვალიერა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი. გადაღებულია დაზიანებული სახლის ფოტომასალა. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის დამდგენი მუდმივმოქმედი კომიისია ხვალ ადგილზე გაეცნობა შექმნილ მდგომარეობას, დაითვლის ზარალს და ანგარიშს წარუდგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს. მოქალაქემ გამგებლის სახელზე უკვე შემოიტანა განცხადება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0