ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ახმეტაში და მუნიციპალიტეტის სოფლებში

28/03/2022

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ახმეტაში და მუნიციპალიტეტის სოფლებში. ქარმა გადახადა სახლის სახურავები და მოგლიჯა ხეები, რამაც ცენტრალურ გზებზე გადაადგილების შეფერხება გამოიწვია. ადგილზე დილიდან იმყოფება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ძლიერი ქარის გამო მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგიაც. კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0