ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საცხოვრებელი სახლების ნაწილს სახურავები გადახადა

17/07/2023

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საცხოვრებელი სახლების ნაწილს სახურავები გადახადა.სოფლებში, ქარისგან მოგლეჯილი ხეების დაცემისგან დაზიანდა შენობები, სათავსოები და ღობეები. სოფელ მშვიდობიანში, საცხოვრებელი სახლია ნაწილობრივ დანგრეული. კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი მუნიციპალიტეტის მერ, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად, საგანგებო თათბირის დასრულებისთანავე, სტიქიის ზონაში, დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. სტიქიის პირველივე წუთებიდან, სპეციალური ჯგუფები, ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას და ზარალს ითვლიან. რაც შეეხება, დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, ადგილობრივი ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ასევე, კომისია შეისწავლის დაზიანებულ სახლებს და შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება დახმარების აღმოჩენა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0