ძევერის მოსახლეობა მალე სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება

Wednesday November 18th, 2020

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების შიდა ახალი ქსელის მოწყობა, რომელიც აქამდე სოფელს არ ჰქონდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭაბურღილს, ასევე, მოეწყობა სადაწნეო კოშკი, რეზერვუარი და საქლორატორო. ჯამში, პროექტით 1000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და სამუშაოებზე 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
სამუშაოების პროცესს შიდა ქართლის რწმუნებულის მოსახლეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი გაეცნო. მისი თქმით პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0