საქართველოს მთავრობამ მოიწონა ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია შპს „ჯეო ფაუერს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ძეგვში, მდინარე მტკვარზე „ძეგვიჰესის“ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას, მშენებლობას, ფლობასა და ოპერირებას.
„ძეგვი ჰესის“ სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 15,7 მგვტ, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 24მლნ აშშ დოლარია.
„ძეგვიჰესის“ პროექტზე მემორანდუმი გაფორმდება
14/04/2016