ძალიან მნიშნველოვანია, რომ საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს

24/03/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის დარეგისტრირების საკითხზე კომენტარი გააკეთა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გასულ წელს, კონგრესში საქართველოს მეგობართა ორპარტიული ჯგუფის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომლის მხრიდანაც მოხდა აღნიშნული რეზოლუციის ინიცირება და რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური მისწრაფებისა და ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების სურვილს.
მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა ასევე გამოხატულ იქნა მისი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მხრიდან.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნული რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს მიდგომას კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით. ჩვენ მხოლოდ კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრის გზებს ვხედავთ და ამ მიმართულებით ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია ხელს შეუწყობს იმ რეინტეგრაციის და ნდობის აღდგენის პროცესს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. “-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის საკითხს ასევე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0