„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია, რომელსაც საქართველოს მხრიდან გახსნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მდივნის ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ ძალიან მალევე იმართება ეს შეხვედრა. შეხვედრა მოგვცემს შესაძლებლობას რომ განვიხილოთ ის პროგრესი რაც ორმხრივ ურთიერთობებში გვაქვს მიღწეული, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ 2017 წელი იყო განსაკუთრებულად წარმატებული საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში და ასევე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვიმსჯელოთ მომავალ ნაბიჯებზე, განსაკუთრებულად განვიხილავთ ჩვენს თანამსრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და ნატოს სამიტს, რომელიც უნდა გიმართოს მიმდინარე წელს ბრიუსელში” – მიხეილ ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია
21/05/2018