ძალიან კარგია, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესი დაიწყო

28/01/2016

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესი დაიწყო. მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს არის საშუალება იმისა, რომ საქართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დაგროვილი მასალების სასამართლოსთვის წარდგენა მოხდეს.
“ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო. ეს არის საშუალება იმისა, რომ ჩვენ ყველა ის მასალა, რომელიც დაგროვილი გვაქვს საქართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად, წარვუდგინოთ სასამართლოს და რა თქმა უნდა მაქსიმალურად დავიცვათ საქართველოს ინტერესები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0