ხალხური სიმღერების შემსრულებელ ანსამბლ „იადონს“ დოკუმენტურ ფილმში იღებენ.
პროექტი უკრაინის კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
ფილმის – „ ცხოვრება, ბოლო შეკითხვა! “ გადაღებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში, ანსამბლ „იადონის“ ხელმძღვანელის – ბიძინა მჟავიას ოჯახში მიმდინარეობს.
დოკუმენტური ფილმში ასახული იქნება სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები, ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთთან, სიცოცხლესთან და სიკვდილთან.
ფილმს უკრაინელი რეჟისორები – ალექსანდრე სტიკოლენკა და ტატიანა ხოდოკივსკა იღებენ.
გადაღებები ქართულ კინომწარმოებლობა – „ეფიქსფილმ ჯორჯიასთან “ თანამშრომლობით მიმდინარეობს. ფილმის პროდიუსერია – მარიამ მოსკალენკო, წარმოების მენეჯერი – ირაკლი ქურდიანი.
„ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო პროექტს, რომელიც ასახავს სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ადამიანების დამოკიდებულებას ცხოვრებასთან, სიკვდილთან. ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ როგორ აღიქვამენ სიცოცხლეს სხვადასხვა ერებში , როგორ უყვართ ის, როგორ ერწყმის ქართული სუფრის კულტურა და სიმღერა ერთმანეთს, რამდენად გამოხატავს ის ქართულ ხასიათს. ფილმის ყველაზე დიდი ნაწილი საქართველოს დაეთმობა. მხარდაჭერისთვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს – მერაბ ჭანუყვაძეს და კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს – ნატალია ხომერიკს,“- აღნიშნა ფილმის რეჟისორმა.
გადამღები ჯგუფი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის მხარდაჭერით გადასაღებ მოედანზე უკვე მესამე დღეა მუშაობს.
“ცხოვრება, ბოლო შეკითხვა!” – ოზურგეთში დოკუმენტურ ფილმს იღებენ
04/05/2016