სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის რიგით 28-ე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ,,საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის“ ოფიციალური სტატუსის მინიჭების საკითხზე ისაუბრა და ყურადღება დოკუმენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ვეტერინარიაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობის და კონტროლის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე წარმოადგინეს ინფორმაცია.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლაბორატორიის, ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარატამენტის (USDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები.
„საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა“ აყალიბებს ხედვას, ამოცანებს, მიზნებსა და სპეციფიურ პრიორიტეტებს, რათა გაუმჯობესდეს ცხოველთა ჯანმრთელობა და განვითარდეს ვეტერინარული სექტორი.
ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა ნოემბრის თვეში გაიმართება.
ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
25/07/2017