მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს შექმნის თაობაზე გიორგი დოხტურიშვილი, მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შექმნა ერთ-ერთ მთავარ და პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ქვემო ქართლის რეგიონისთვის. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობა, იმსჯელეს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შექმნის აუცილებლობაზე და დაგეგმეს სამომავლოდ გასატარებელი რეფორმები. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარი მიმართულია ცხოველთა დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისაკენ და პოპულაციების კონტროლის უზრუნველსაყოფად. სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, კახეთის და შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელები, კონცეპტუალური პროექტის ავტორი ლაშა გეგეჭკორი და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შექმნა ერთ-ერთ მთავარ და პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს
29/08/2022