2016 წლის 14 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ცოტნე ყავლაშვილი შეხვდა ავსტრიის ფედერალური სამინისტროების, ავსტრიის განვითარების ბანკის დირექტორთა და ზედამხედველობის საბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც სამუშაო ვიზიტით რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფებიან.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ პარტნიორობაზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ასევე, მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე.
ხაზი გაესვა ავსტრიული კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში და მათი მხრიდან პარტნიორობის გაღრმავების სურვილს.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.
ცოტნე ყავლაშვილი ავსტრიის დელეგაციას შეხვდა
14/09/2016