ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი – ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა

21/05/2019

საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ციხე-სოფელში განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა არქიტექტურული ნაგებობების სტრუქტურული სტაბილურობა, რამაც საცხოვრისების ათვისების ხელსაყრელი შესაძლებლობები შექმნა. შენობები ადაპტირებულია თანამედროვე მოთხოვნებთან, რაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემების – ელექტროენერგიის მიწოდებისა და კომუნიკაციების მოწესრიგებას გულისხმობს. კომპლექსის რეაბილიტაციის შემდგომ, მუცოში გაჩნდა უკუმიგრაციის და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძვლები. სოფელში მუდმივმაცხოვრებლად უკვე დასახლდა 3 ოჯახი. ეროვნული სააგენტოს მიერ მუცოში ამოქმედდა მუზეუმ-ნაკრძალი.
15 სექტემბრის ჩათვლით, 2019 წლის ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს და „საზოგადოების რჩეულის“ პრიზის მოსაპოვებლად, საშუალება გეძლევათ ხმა მისცეთ ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტს.
ხმის მიცემის პროცედურა და წესები იხილეთ ბმულზე 👉 https://vote.europanostra.org/

Tweet about this on TwitterShare on Facebook0