ციფრული უზრუნველყოფის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

24/10/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური აკრედიტაციის ციფრული უზრუნველყოფის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც წარმოადგენს მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს ელექტრონული სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით.
დიპლომატიური აკრედიტაციის პროგრამა, რომელსაც არცთუ ბევრი ანალოგი გააჩნია მსოფლიოში უზრუნველყოფს საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელების აკრედიტაციას ელექტრონულად.
ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და ადვილად ოპერირებადი ინსტრუმენტი უზრუნველყოფს აკრედიტაციის პროცესის მაქსიმალურ ეფექტურობას (ვადების დაცვა, მონაცემთა ციფრული დამუშავება, ინტეგრაცია და ა.შ.), ასევე მონაცემთა უსაფრთხოების მაღალ დონეს.
პროგრამის პარალელურად დაინერგა ახალი დიზაინის სააკრედიტაციო ბარათი, რომელსაც გააჩნია გაყალბების თავიდან ასაცილებელი სპეციალური ტექნიკური მახასიათებლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0