ცინიკურია იმ ქალაქში ასეთი აქცია, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო

18/03/2016

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური “ცინიკურად” მიიჩნევს, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” აქციის გამართვას გეგმავს.
შესაბამისი კომენტარი მეჭიაურმა თემაზე კომენტირებისას ჟურნალისტებთან ცოტა ხნის წინ გააკეთა.
“უბრალოდ ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია – იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან ,,გაპიდარასტებას” იწყებენ ზოგიერთები”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
დღეს, “იდენტობა” ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს გააპროტესტოს ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით საჯარო-საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0