ცესკოს თავმჯდომარემ პ/გ „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა

16/08/2016

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ პ/გ „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნული გადაწყვეტილება, იმ ახალი გარემოების გათვალისწინებით მიიღო, რომლის შესახებაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალური განცხადება 15 აგვისტოს გაავრცელა. „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ განკარგულებას, თამარ ჟვანიამ დღეს, 11:00 სთ-ზე მოაწერა ხელი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ცესკოს თავმჯდომარის საინფორმაციო ბრიფინგი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0