გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე სანიაღვრე არხები გაიწმინდება. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელს იროდი გოგატიშვილს შეხვდა. სამუშაოს ფარგლებში არხები სპეციალური ტექნიკით გაიწმინდება და აღდგება წყალგანტარი მილები.
ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სანიაღვრე არხები გაიწმინდება
09/01/2018