ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, კულტურის ცენტრების რეაბილიტაცია ჩვენს ოთხივე მუნიციპალიტეტში განხორციელდა

Thursday September 30th, 2021

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტის ახლადრეაბილიტირებული კულტურის ცენტრი მოინახულა. აღნიშნული შენობის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება მილიონ-ნახევარ ლარს აღემატება. პროექტის ფარგლებში მოეწყო სცენა, დარბაზი და გასახდელი ოთახები. ასევე, დამონტაჟდა პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების სისტემა. გარემონტდა საგრიმიორო ოთახებიც. მხარის პირველი პირი განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დეტალურად გაეცნო და იმედი გამოთქვა, რომ თიანეთის კულტურის ცენტრი კულტურულ ღონისძიებებს აქტიურად უმასპინძლებს.

„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, კულტურის ცენტრების რეაბილიტაცია ჩვენს ოთხივე მუნიციპალიტეტში განხორციელდა. შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, რისთვისაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ახლა მთავარია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვიაქტიუროთ და არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩვენს მუნიციპალიტეტებში მდებარე კულტურის ცენტრები დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ.“ – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0