ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები სოფელ ხატისოფლის, ვანათის, სამტრედოსა და რაჭისუბნის მოსახლეობას შეხვდნენ

Friday October 25th, 2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ. ამჯერად, გოგი მეშველიანი, შოთა რეხვიაშვილი, ბუბა გობეჯიშვილი და თამაზ ჟორჟოლიანი მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში სოფელ ხატისოფლს, ვანათს, სამტრედოსა და რაჭისუბანს ესტუმრნენ.
საკანონმდებლო, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ და მათ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0