ცალკე აღებული ვერც პრეზიდენტი და ვერც პრემიერი ვერ იღებს გადაწყვეტილებას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით

14/04/2016

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვერც პრეზიდენტი ცალკე აღებული და ვერც პრემიერი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით.

”საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვერც პრეზიდენტი ცალკე აღებული და ვერც პრემიერი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. საჭიროა ორივეს თანხმობა. ამიტომ, რასაც პრემიერი იტყვის ან პრეზიდენტი, იმ აქტზე საჭიროა ორივეს ხელმოწერა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. სამართლებრივი აქტი როცა გვექნება ხელში, მაშინ გვეცოდინება, როდის იწყება საარჩევნო კამპანია”, – განაცხადა ძიძიგურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0