ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

06/02/2024

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ათეულობით საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი. დააზიანა ელექტრო ბოძები და სადენები. წააქცია ხეები. მთელი ღამე სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა. დაზარალებულ ოჯახებში მუნიციპალიტეტის მერთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია იმყოფება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ადმინისტრაციულ ერთეულების უმრავლესობას არ მიეწოდება ელეტროენერგია. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ასევე სასმელი წყალი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0