ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა დათო გოგუას ინიციატივითა და ახალგაზრდული მერიის ორგანიზებით გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდების საჭიროებებს გაეცნო და მათი ინიციატივები და მოსაზრებები მოისმინა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა პრიორიტეტად მუნიციპალიტეტში საგზაო, ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის, გარე განათების, სკვერების, პარკირების მოწყობა, გარე ვაჭრობის მოწესრიგება, ბიბლიოთეკების განახლება და მათი კომპიუტერებით აღჭურვა, სამუშაო ადგილების შექმნა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უფასო ინტერნეტის გავრცელება დაასახელეს.
ახალგაზრდებმა აღნიშნეს ასევე, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა თემაზე აუცილებელია ჩატარდეს ტრენინგები. ლიტერატურული საღამოების ჩატარების მიზნით გამოიყოს შესაბამისი ფართი.
მერმა მათ მერიის საქმიანობასა და სამოქმედო გეგმებზე, ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ინიციატივებს პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისას აუცილებლად გაითვალისწინებს და ხელს შეუწყობს მათ იდეების განხორციელებაში.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდებს შეხვდა
02/03/2018